მონაცემთა ავტომატური დამუშავება — მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება;
მონაცემთა დაბლოკვა — მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერება;
ვებ-გვერდი — ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის ნაკრები, რომელიც შეიცავს მონაცემთა ბაზას და არის ხელმისწავდომი შემდეგ მისამართზე:
accenthome.ge;
ინფორმაციული სისტემა — საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;
მონაცემთა დეპერსონალიზაცია — მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია , რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს;
მონაცემთა დამუშავება — ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
ოპერატორი — მონაცემთა მიმღები, კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა;
პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ვებ-გვერდის
accenthome.ge მომხმარებელს;
მომხმარებელი — საიტის
accenthome.ge ნებისმიერი ვიზიტორი;
პერსონალური მონაცემების წარდგენა — ქმედება, რომლის მიზანია საკუთარი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება გარკვეული პირისთვის თუ კომპანიისთვის;
თანხმობა — მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება;
პერსონალური მონაცემთა გაზიარება — ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაზე სხვა პირთათვის თუ საჯარო ინფორმაციის წყაროებისათვის;
ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა გადაცემა — პერსონალური მონაცემთა გადაცემა უცხო ქვეყნების ძალაუფლების ორგანოებისათვის, ასევე უცხოური ფიზიკური ან იურიდიული პირთათვის;
პერსონალური მონაცემთა განადგურება — ნებისმიერი ქმედება, რომლის შედეგად ხდება არსებული მონაცემთა საბოლოო წაშლა საინფორმაციო სისტემიდან, აღდგენის საშუალების გარეშე.